მასწავლებელს, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება მოსწავლეზე ძალადობის გამო შეუწყდება, 3 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება შეეზღუდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 2 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
- 3 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 4 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პატრიარქი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია - ილია II საავადმყოფოში მასიური სისხლდენით გადაიყვანეს
კანონპროექტს, რომლითაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ეს ცვლილება შევა, „ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით იღებს. ინიციატივის ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.
სამინისტროს თანახმად, მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მასწავლებლის პროფესიული ეთიკისა და სკოლის შინაგანაწესის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეჭვქვეშ აყენებს მის უნარს, უსაფრთხო და მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემო უზრუნველყოს.
„მსგავს შემთხვევებში მასწავლებლის/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლის სასკოლო სივრცეში დაუყოვნებლივ დაბრუნება მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების რისკებს ქმნის და სკოლისადმი საზოგადოების ნდობაზე უარყოფითად აისახება.
3-წლიანი შეზღუდვა სადამსჯელო ღონისძიებას არ წარმოადგენს, არამედ არის პრევენციული ხასიათის მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს მსგავსი ქმედებების თავიდან აცილებას და ამავდროულად მასწავლებლისთვის ქცევის კორექციისა და პროფესიული პასუხისმგებლობის გააზრების შესაძლებლობის მიცემას.
აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცეში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკასა და განათლების სფეროში დამკვიდრებულ სტანდარტებს, რომლებიც ძალადობის შემთხვევებში ითვალისწინებს დროებით პროფესიულ დისკვალიფიკაციას, როგორც ბავშვის უფლებების დაცვის ეფექტიან ინსტრუმენტს“, - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
არსებული კანონით, მასწავლებელს, რომელიც სკოლიდან მოსწავლის მიმართ ძალადობის ფაქტის გამო გათავისუფლდება, არ აქვს შეზღუდვა იმისა, რომ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდეს.
