მოსკოვში, იასენევაიას ქუჩაზე, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დირექტორატის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
გამოძიება მკვლელობის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს, რომელთაგან ერთ-ერთი „უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დანაშაულის ორგანიზებას“ უკავშირდება.
აფეთქება დაახლოებით დილის 7 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება გამოიწვია თვითნაკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ, რომელიც ავტომობილ Kia Sorento-ს მოძრაობის დაწყებიდან რამდენიმე წამში აფეთქდა.
56 წლოს გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში იბრძოდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომში, ხოლო 2015-2016 წლებში მონაწილეობდა რუსეთის სამხედრო ოპერაციებში სირიაში. გავრცელებული ინფორმაციით, სარვაროვი ასევე იბრძოდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.
