მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში საბაჟოს თანამშრომლებმა საქართველოდან ჩასულ მგზავრს არადეკლარირებული თანხა - 105 000 აშშ დოლარი აღმოუჩინეს. ამის შესახებ რუსული მედია ფედერალური საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„ვნუკოვოს საბაჟოს თანამშრომლებმა 105 000 დოლარის კონტრაბანდა აღკვეთეს. საქართველოდან ფულის კონტრაბანდულად შემოტანა 43 წლის რუსეთის მოქალაქემ სცადა“, - განაცხადეს უწყებაში.
საბაჟო სამსახურის ცნობით, ოფიცრებმა ქალი მწვანე დერეფანში გააჩერეს და მან ზეპირი გამოკითხვის დროს აღიარა, რომ თან ჰქონდა 105 000 აშშ დოლარი, რომელიც თბილისში დაადეკლარიდა. ქალმა ასევე განმარტა, რომ არ იცნობდა რუსეთის საბაჟო რეგულაციებს და შესაბამისად, დეკლარაცია არ წარუდგენია.
სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფულის კონტრაბანდის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
რუსეთში 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტზე მეტი ნაღდი ფულის საბაჟო ტერიტორიაზე შეტანისას, მისი დეკლარირებაა საჭირო. გარდა ამისა, ერთდროულად 100 000 აშშ დოლარზე მეტი თანხის გადატანისას, მგზავრმა დეკლარაციას უნდა დაერთოს თანხების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
