რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებასთან დაკავშირებით გააკეთეს კომენტარი და განაცხადეს, რომ თბილისი კვლავ ინარჩუნებს არარეალურ პოზიციას აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
„რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობა არ არსებობს, რადგან თბილისს სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან არის დაკავშირებული. ეს მოთხოვნა თავად საქართველოსთვის საზიანო და არარეალურია.
მოსკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებები შეუქცევადია“, – განუცხადეს გამოცემა „იზვესტიას“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამის მიუხედავად, დიპლომატიურ უწყებაში ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთი ღიაა, გადადგას ნაბიჯები საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის იმ დონემდე, რისთვისაც თავად თბილისი იქნება მზად.
„ბურთი საქართველოს მხარესაა, რომელიც, ჩვენი აზრით, ამით სხვებზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული“, – თქვეს სამინისტროში.
როგორც გამოცემა „იზვესტია“ წერს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ფაქტობრივად აღიარებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქმედებებმა შეარყია. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, „სამხრეთ ოსეთთან ომისთვის“ ბოდიშის მოხდის პირობაც დადო, „თუმცა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისმა არანაირი ქმედება არ განახორციელა“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე შეკითხვა ჟურნალისტმა დაუსვა. როგორც კობახიძემ განაცხადა, ქართულმ მხარეს აქვს პრინციპული პოზიცია და წითელი ხაზები, რაც დეოკუპაციასთან არის დაკავშირებული.
„არავითარ კომპრომისს ეს საკითხი არ ექვემდებარება. დეოკუპაცია არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვას, ბუნებრივია, არ ვაპირებთ“, – აღნიშნა კობახიძემ.
