სვანეთში დაკარგული ორი ახალგაზრდის ძებნა-შველის ოპერაციაში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობს. ლატალში მცხოვრები გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი მეექვსე დღეა დაკარგულები არიან. ვერტმფრენისა და დრონების ჩართვის მოთხოვნით წუხელ სოფელის მოსახლეობამ გზა გადაკეტა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 2 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
„ბოლო წერტილი, საიდანაც ტელეფონის ზარი განხორციელდა, ლენტეხის მხარესაა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ.
ახალგაზრდები ზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთში, ლენტეხის მიმართულებით კვირას, 21 ივლისს წავიდნენ. ისინი ლასილის უღელტეხილზე საფეხმავლო მარშრუტით გადადიოდნენ. ახლობლების ინფორმაციით, გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ბოლოს კავშირზე ორშაბათს, 22 ივლისს გამოვიდნენ - გაგზავნილ შეტყობინებებში ამბობდნენ, რომ გზა აებნათ.
„გაცილებით უფრო აქტიურად უნდა დაიწყოს სამაშველო ღონისძიებები, საგზლად წაღებული აქვთ ერთი პური და თხილი. სავარაუდოდ, ახლა არ არიან კარგ მდგომარეობაში და ყოველი წუთი მნიშვნელოვანია“, - ამბობს ერთ-ერთი დაკარგულის ნათესავი, ანა წერედიანი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა. გუშინ სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა „მეტეოროლოგიური პირობების გამო“ ვერ ხერხდებოდა.
ძებნა-შველის ოპერაციაში მაშველების გარდა, მოხალისეთა ჯგუფებიც მონაწილეობენ.
