საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მომავალი კვირის ბოლომდე მიიღებენ კანონს, რომლითაც მიტინგის მონაწილეებს სახის დაფარვა აეკრძალებათ. კანონის ამოქმედება დეკემბრის ბოლოსთვის იგეგმება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 3 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 4 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 5 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 6 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე, ახალი კანონის დაანონსებამდე, კობახიძე ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ნიღბიანი პირების თავდასხმას გამოეხმაურა და მომხდარი შეაფასა პროვოკაციად, „რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს“.
„ამ დანაშაულის გამოძიება არის დაწყებული და დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება. ... გამომდინარე იქიდან, რომ არის ძალიან ბევრი ნიღბიანი, შინაგან საქმეთა სამინისტრო უჭირს რეაგირება. ვეღარ ხდება უკვე იმის გარჩევა, ვინ არის მომიტინგე, ვინ არ არის მომიტინგე და ა.შ. ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის, კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა“, - თქვა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, ეს არის „ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების დროს“.
„ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირს წევრ არაერთ ქვეყანაში და ძალადობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჩვენთანაც ასეთი კანონის მიღება. ტექნიკურად მოვახერხებთ ისე ყველაფერის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს მიღებული შესაბამისი კანონი. ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება“,- განაცხადა არალეგიტიმურმა პრემიერმა.
7 დეკემბერს, თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მეათე დღეს, ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი პირები პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული აქციაზე მიმავალ მოქალაქეებზე ე.წ. ტიტუშკების ძალადობას იღებდნენ. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოძალადე ნიღბიანები სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სპეცრაზმელები იყვნენ.
29 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა „ფორმულას“ ჟურნალისტს, გურამ როგავას, რომელიც პირდაპირ ეთერში მუშაობდა.
სპეცრაზმელები და შავებში ჩაცმული ნიღბიანები აქციების განმავლობაში მოქალაქეებს სასტიკად სცემდნენ. მათი იდენტიფიცირება ფაქტობრივად შეუძლებელია.
