ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, 14-16 იანვარს, თბილისს საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა ეწვევიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.
„ვიზიტის ფარგლებში, თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, მთავრობის შესაბამის თანამდებობის პირებს და ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას.
ეს არის რიგითი მონიტორინგის ვიზიტი და არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმაციის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებებისადმი, რომლებსაც ისინი ხვდებიან.
თანამომხსენებლები აპირებენ მოინახულონ რამდენიმე დაკავებული მომიტინგე, რომელთა ბრალდებამ და დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია. ამ კონტექსტში, 2024 წლის 23 დეკემბერს, თანამომხსენებლებთან კონსულტაციის შემდეგ, ასამბლეის პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას სთხოვა გადაუდებელი მოსაზრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, განსაკუთრებით შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია პრესრელიზში.
კლოდ კერნისა და ედიტ ესტრელას ვიზიტი დეკემბრის დასაწყისში დაანონსდა. მაშინ ისინი განცხადებით გამოეხმაურნენ პროევროპული აქციების მონაწილეთა დაკავებასა და პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებას. „როგორც ჩანს, არსებობს დაუსჯელობის განცდა მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ პოლიციის ძალადობისა და ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის, რაც მიუღებელია. ასეთი აღმაშფოთებელი საქციელისთვის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს“, - აცხადებდნენ მომხსენებლები. ისინი შესაბამის ორგანოებს ძალადობის ყველა შემთხვევის „სრულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ“ გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ.
