წინასწარი შედეგების თანახმად, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულმა „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიამ გაიმარჯვა, პრორუსულმა ოპოზიციამ კი წააგო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირაკლი რუხაძის თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ გაყიდა
ხმების 99.82%-ის დათვლის შემდეგ, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიას ხმების 50.14% აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ახალ პარლამენტში 101 მანდატიდან 54 ექნება. კიდევ ერთი პროევროპული პოლიტიკური ორგანიზაცია „ალტერნატიული ბლოკი“, წინასწარი შედეგების თანახმად, 8 ადგილს მიიღებს.
საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პრორუსულმა „პატრიოტულმა ბლოკმა“, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის პარტიაც შედის, ხმების 24.20% მიიღო, რაც 27 საპარლამენტო მანდატია.
ამ სამი პოლიტიკური ძალის გარდა, პარლამენტში კიდევ ორი პარტია შევა.
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები გუშინ, 28 სექტემბერს გაიმართა. ბარიერის დასაძლევად პარტიას ხმების სულ მცირე 5% უნდა მიეღო, ხოლო ბლოკს - მინიმუმ 7%.
პრეზიდენტი მაია სანდუ რუსეთს არჩევნებში „მასობრივ ჩარევაში“ ადანაშაულებდა. „რუსეთს სურს ჩვენ ქვეყნაზე კონტროლი ხელში ჩაიგდოს, რათა ის უკრაინისა და ევროკავშირის წინააღმდეგ გამოიყენოს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს კვირას, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.
გასული წლის ოქტომბერში მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროინტეგრაციის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. ამომრჩეველთა უმრავლესობამ ევროკავშრიში გაწევრიანებას და მაია სანდუს მეორე ვადით არჩევას დაუჭირა მხარი.
