თიანეთში მცხოვრებმა მიშა წიკლაურმა სოციალურ ქსელში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უკანონო ქმედებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მისი განცხადებით, ინციდენტი 13 ივნისს მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 6 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
წიკლაურის მტკიცებით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ტელეფონით გადაიღო, როგორ არღვევდა პოლიციის ავტომობილი საგზაო მოძრაობის წესებს. მოქალაქის თქმით, პოლიციის თანამშრომლები ამ ფაქტმა გააღიზიანა, რის შემდეგაც მას ტელეფონი წაართვეს, ჩიხში შეათრიეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სექსუალური ხასიათის ძალადობით დაემუქრნენ. მიშა წიკლაურის თქმით, პოლიციელებს შორის, რომლებიც მას დაუპირისპირდნენ, ერთ-ერთი გიორგი იარაჯულია.
„მანქანაში მეგობარი იჯდა ჩემ გვერდით.
წავიყვანოთ, ორივეს დედა მოვ...ო, სულ დედის მუ…ი მაგინეს, დამემუქრნენ მოგ…თო, შენნაირებს მთელი ცხოვრებაა ვტ…ო და მთელი ცხოვრება მოვ…ო. რა დავაშავე, დედას მაგინებენ, მემუქრებიან მოგ…თ, სასამართლოში გადავიყვანოთო და მივხედოთო.
მე რომ დამაჯარიმეს მანქანის ზუსტად ისე დგომის გამო 100 ლარით და თვითონ ეგრე იდგნენ, ეგ არ ესიამოვნათ. პოლიცია კანონს იცავს თიანეთში, თუ თვითონაა კრიმინალი?“ - წერს მოქალაქე.
მიშა წიკლაური აღნიშნავს, რომ პოლიციელების უკანონო ქმედებები სუპერმარკეტ „მაგნიტის“ სათვალთვალო კამერებს უნდა დაეფიქსირებინა:
„თუ ვტყუი, ამოიღონ „მაგნიტის“ კამერები, ხმასაც გაარჩევენ... რატომ უნდა მაგინონ, ან რატომ მემუქრებიან დაჭერით, ან რატომ მემუქრებიან მოტ...თ? რა უფლება აქვთ ჩემი ტელეფონიდან ყველაფერი წაშალონ და გადაიწერონ ჩემი ტელეფონიდან ყველაფერი?!“
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი ამ დროისთვის წაშლილია, ხოლო ავტორი სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს აღარ პასუხობს.
„საქართველოს ამბები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, მიმდინარეობს თუ არა აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით მოკვლევა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალას შესაბამისად განვაახლებთ.
