ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც ერთი თვის წინ, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ დღეს, 11 თებერვალს, დილით, სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. მისი თქმით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც სახლთან ძაღლს ასეირნებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„ვერავის ვერ შეაშინებთ, ვერავის საერთოდ. დროა, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ის ხალხი, ვინც ციხეშია, გამოუშვათ. ჩვენ აქ ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ და ეგ ხალხი გაიქცევა. ჩვენ ჩვენსას აუცილებლად მივაღწევთ. არ ვიცი, ვინ იყვნენ. ძაღლს ვასეირნებდი, ტელეფონში ვიყურებოდი, სამი კაცი მომვარდა ნიღბებით. პოლიციას გამოვიძახებ და მივყვები, როგორც საჭიროა“, - ამბობს გაბიტაშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ის თავდასხმას აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს და აცხადებს: „ახლა „აჩოტს“ მისცემენ, ვცემეთო, ჩვენ ჩვენი გავასწორეთო. სასაცილოა, რომ იმის შემდეგ სამი კაცი უნდა მომვარდეს და დამარტყას. იქ არ იყვნენ, თუ რამე უნდოდათ?! ძალიან სასაცილოა“.
13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები ლაშა გაბიტაშვილს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის მეუღლესთან ერთად საუზმობდა. გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, თავდაპირველად მასთან ირაკლი ზარქუა მივიდა, თეფშით საკვები შეაყარა და დაარტყა. ჩხუბის დროს, ვიქტორ სანიკიძე ლაშა გაბიტაშვილს ემუქრებოდა: „თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“.
ერთი დღით ადრე, 12 იანვარს, ლაშა გაბიტაშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ ის „ქართული ოცნების“ წევრებს ირაკლი ზარქუას, გელა სამხარაულს, ვიქტორ სანიკიძეს და გოჩა ენუქიძეს ეკითხებოდა, იცოდნენ თუ არა წინა ღამით ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ: „ხალხი პლაკატების გამო რომ დაიჭირეს, იცით? რუსთაველზე ხალხი რომ აწამეს ნოემბერში, იცით?“. სიტყვიერი დაპირისპირების დროს მოქალაქემ არალეგიტიმური პარლამენტის წევრებს „გამყიდველები“, „მონები“ და „მოღალატეებიც“ უწოდა.
სასტუმროში მომხდარი ჩხუბის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. როგორც ირაკლი ზარქუამ თქვა, არაბთა გაერთიანებული საემიროები ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვეს.
