საქართველოში პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზიაციის საკითხი ახლებურად დარეგულირდება. ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დააანონსა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„ჩვენ მიმდინარე კვირაში განვიხილავთ პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებს, მისი შემოტანა-რეალიზიაციის საკითხებს, რაზეც დიდი ხანია მიმდინარეობდა საუბარი, მათ შორის, წინა მოწვევის პარლამენტში და ამ მოვლენებმა გვაჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სფერო იყოს მოწესრიგებული. სხვათა შორის, ამაზე გასულ წლებში საუბრობდნენ ადამიანები, რომლებიც წუხდნენ ფრინველებსა თუ ცხოველებზე. გახსოვთ, ახალ წელს მოგვიწოდებდნენ, რომ არ ყოფილიყო პიროტექნიკის გამოყენება იმისთვის, რომ გავფრთხილებოდით ფრინველებს. როგორც ჩანს, მათთვის ამ შემთხვევაში რუსთაველზე გულგახეთქილი ჩიტები ნაკლებად მნიშვნელოვანი აღმჩნდა, იმდენად მაღალ მატერიებს ემსახურებიან თავიანთი წარმოდგენით. ყოველ შემთხვევაში, ეს რეგულაციები უკვე დიდი ხანია განსჯის საგანი იყო პარლამენტში და
ამ მოვლენებმაც გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ სწრაფად, როგორ პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებში, ისე საჯარო შეკრებების დროს შენიღბვის აკრძალვაში“, - თქვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
ბოლო დღეების განმავლობაში საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი აქცია არაერთხელ დაარბიეს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით, დემონსტრანტები კი სპეცრაზმის მიმართულებით ფოიერვერკს ისროდნენ, რაც შალვა პაპუაშვილმა პიროტექნიკით თავდასხმად შეაფასა.
„როდესაც პირდაპირ, დამიზნებით საარტილერიო ცეცხლს უხსნი პოლიციელს, რასაც პარლამენტის უკან პირდაპირ ეთერში ვაკვირდებოდით, ამას, რა თქმა უნდა, არაფერი კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც გულწრფელობასთან, არც ქართველობასთან, საერთოდ ადამიანურ ღირებულებებთან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
თბილისში, 28 ნოემბრიდან მიმდინარე დემონსტრაციებზე მოქალაქები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან გაწევრიანებზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
