საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ მან დღეს, ახლადგახსნილ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ის არის და აქვს „ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“, ქვეყანა „სამშვიდობოზე“ გაიყვანოს.
„პრაქტიკულად ორთვენახევარია გასული და არავინ აღიარებს არჩევნებს გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც არ ითვლებიან ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორებად და არავინ აღიარებს არჩევნებიდან გამოსულ არც პარლამენტს, არც მთავრობას და არც პრეზიდენტს.
ეს იზოლაციაში გვამყოფებს მთლიანად ქვეყანას, მაგრამ ჩვენ გვაქვს საშუალებები, გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად, მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან.
ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. თქვენ იცით, რომ ინაუგურაციაზე მიწვევის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, რაშიც არავინ ფულს არ იხდის, სხვათა შორის. თუ არა და ამის საშუალება რომ ყოფილიყო, ალბათ სხვებსაც ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს ეს თანხები, მაგრამ ეს ხუმრობა დავტოვოთ გვერდზე. მთავარი ის არის, რომ მივდივარ იქ, მექნება მაღალი დონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ „უხეში და უზრდელი პასუხები“ საქართველოს პარტნიორების მიმართულებით „დიდად არაფერს ნიშნავს“. „რეალურად, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მხარდაჭერა მისი მთავარი პარტნიორებისგან“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, რომელიც 20 იანვარს უნდა გაიმართოს, ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა მიიწვია. უილსონი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას უჭერს მხარს. გარდა ამისა, კონგრესმენი აქტიურობს „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირების მიმართულებით.
8 იანვარს ბიძინა ივანიშვილის პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც ჯო უილსონი „დეგრადირებულ პოლიტიკოსად“ არის მოხსენიებული. „ქართული ოცნება“ მას ფულის სანაცვლოდ დავალებების შესრულებასა და საქართველოს ომში ჩართვის სურვილის ქონაში ადანაშაულებს.
