მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „პრორუს ოლიგარქად“ არის მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ ის არის პასუხისმგებელი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
ანგარიშში ნათქვამია, რომ მაშინ, როდესაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა დასავლეთში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვიან, აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ერთადერთ მოკავშირედ ბელარუსი რჩება.
„რუსეთმა შეიძლება ვერ შეძლო საქართველოს, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის თავის ბანაკში შეყვანა, მაგრამ მაინც ცდილობს მათი დასავლური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლას. პრორუს ოლიგარქს და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ, ევროკავშირისგან დაშორებაზე“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, „ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი შეშფოთების მიუხედავად“.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 60 წლის წინ დაფუძნდა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებზე დისკუსიისთვის. ყოველწლიურად კონფერენციაში 70-ზე მეტი ქვეყნიდან 350-მდე გადაწყვეტილების მიმღები პირი მონაწილეობს.
2024 წელს მიუნხენის კონფერენცია 16-18 თებერვალს ჩატარდება. გასულ წელს კონფერენციას საქართველოდან ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.
ამ თემაზე:
ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა - დანიის ელჩი
