მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაცია ერთი წლით გახანგრძლივდა და 2025 წლის ბოლოს დასრულდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რეფორმის ფარგლებში 1.5 მილიონი მიწის ნაკვეთი აიზომა, საიდანაც 1 მილიონი დარეგისტრირდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„მილიონზე მეტი ადამიანი გახდა მესაკუთრე. ყოველდღიურად აიზომებოდა და რეგისტრირდებოდა 3500-დან 4000-მდე მიწის ნაკვეთი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც ბოლომდეა მისაყვანი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების შესახებ. არიან მოქალაქეები, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს მიწის დარეგისტრირება და მათ ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ, 2025 წლის ბოლომდე დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები“, - განაცხადა კობახიძემ.
იუსტიციის სამინისტროს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელიც 2022 წელს დაიწყო, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დაესრულებინა.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტო საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა, საამზომველო და სარეგისტრაციო საქმიანობებს ახორციელებს. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეებს საფასურის გადახდის გარეშე შეუძლიათ მიიღონ შემდეგი მომსახურებები: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.
მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიწის სპორადული რეგისტრაციით ისარგებლონ, რომლის საფასურიც (სამი თვის ვადაში) 300 ლარია.
