პროკურატურის განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე, ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი 2 პირი - პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელმა, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად ორგანიზებული ჯგუფი შექმნა. ისინი 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ბრალდებულების მხრიდან შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის და დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით.
ლევან გამრეკელი ხაშურის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი 8 წლის განმავლობაში, 2017-2025 წლებში იყო. 2006-2014 წლებში ის „საქნავთობსადენში“ მუშაობდა, მათ შორის, იყო სამშენებლო სამმართველოს კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლეან გამრეკელი მილიონერია.
