„უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
„ეს არ შეეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაში. არა მხოლოდ მან, შევარდნაძემაც დიდი როლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა. ყველას ახსოვს, რომ მან პირველმა თქვა: მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი. ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ და ადმინისტრაციამ საკუთარი როლი შეასრულა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. რამდენიმე საათში სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს.
„ბევრი კითხულობს დღეს: აპირებს თუ არა პრეზიდენტი მის შეწყალებას? პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო - არა და არასდროს! იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
2021 წლის 3 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე მისი პოზიცია უცვლელია.
მიხეილ სააკაშვილს დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.
მესამე პრეზიდენტი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის - ე.წ. „პიჯაკების“ საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება, პუტინის ტყვეა.
