„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
შეწყალებულ პირთა სია არ ქვეყნდება. ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა მათ შორის პოლიტპატიმრები.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – ნათქვამია ყაველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 22:30 საათზე გავრცელდა. მთელი დღის განმავლობაში, თოვისა და სიცივის მიუხედავად, რუსთავის ქალთა კოლონიასთან და გლდანის ციხესთან პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, ჟურნალისტები, ადვოკატები და აქტივისტები იმყოფებიან - მოლოდინით, თუ ვინ დატოვებს საპატიმროებს.
„ქართული ოცნების“ ლიდერები დღესაც აცხადებენ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ისინი უნდა შეიწყალოს, ვინც დანაშაულს აღიარებენ და მოინანიებენ.
„ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბერს, კითხვაზე, ხომ არ გეგმავს „ხელისუფლება, სიტუაციის განმუხტვის ან პოლიტიკური პროცესის გადატვირთვის მიზნით“, დაკავებული აქტივისტების შეწყალებას ან ამნისტიას, თქვა, რომ ასეთი რამ არ იგეგმებოდა. „ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ასეთი გეგმა არ გვაქვს. [...] ნებისმიერი ადამიანის ციხეში ყოფნა არის ტრაგედია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ზრუნვა პრევენციაზე და პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება არის სასჯელის სათანადოდ მოხდა შესაბამისი დამნაშავე პირების მიერ“, – განაცხადა კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
