„ქართული ოცნების“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დაადასტურა, ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაცული არ აქვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
მიქანაძე განათლების მინისტრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 30 ივნისს წარადგინა. მის განათლებასა და გამოცდილებაზე საუბრისას, კობახიძემ თქვა, რომ გივი მიქანაძეს „სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში“.
„ძალიან სასაცილოები ხართ, რა. მართლა ძალიან სასაცილოები ხართ, იმდენად უსუსურები ხართ“, – ასე მიმართა მიქანაძემ დღეს ჟურნალისტებს, რომლებმაც ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.
„დოქტორანტი, კანდიდატი - ეს თქვენ შეგიძლიათ ჩემს ნებისმიერ „სივში“ ამოიკითხოთ. [...] ირაკლი კობახიძეს არაფერი არ მოუტყუებია, მან თქვა, რომ ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტიაო. ასე, რომ ძალიან გთხოვთ, რა. აი, იცით როგორი უსუსურები ხართ, ? მართლა სასაცილოები“, – განაგრძო მიქანაძემ.
შეკითხვაზე აპირებს თუ არა ამსტერდამის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას და ხარისხის დაცვას, მიქანაძემ თქვა: „როგორ ფიქრობთ, მცალია?“.
გივი მიქანაძეს ამ საკითხზე განმარტების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც გამოცემა OC Media-მ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი სიცრუეში ამხილა. ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ მიქანაძე 2010-იანი წლების შუა პერიოდში უნივერსიტეტში არარეზიდენტი დოქტორანტის სტატუსით იყო რეგისტრირებული, თუმცა მას დოქტორანტურა არ დაუსრულებია და თავისი დისერტაციის მხოლოდ რამდენიმე თავი წარადგინა.
განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, 2013 წელს მიქანაძე ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების დანაშაულისა და ძალოვანი სტრუქტურების კვლევითი ცენტრის მკვლევარი იყო.
