თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე, გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, რიკოთის მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. რიკოთის ნაცვლად, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზით ხორციელდება, სადაც რამდენიმეკილომეტრიანი საცობებია. მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს შემოვლით გზით მოძრაობა ეკრძალება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთელის განცხადებით, სპეციალისტები მეწყრულ უბანს აკვირდებიან და გზის გახსნა მათი რეკომენდაციების მიხედვით გადაწყდება.
შეზრუდვები მოქმედებს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზეც, სადაც, თოვლის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. რამდენიმე საათია, რაც მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აღდგა.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავნის უღელტეხილზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე (მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის), ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილზე.
საქართველოში 2 აპრილამდე ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიწევს. 31 მარტის და 1-ელი აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარში შესაძლებელია ყინვა. სინოპტიკოსები 30 მარტიდან 1-ელ აპრილამდე ნალექს, ზოგან ძლიერს, მაღალ მთაში კი თოვლს პროგნოზირებენ. ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.
