ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის დაწყებამდე, პარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განცხადება გააკეთა და საქართველოში არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
მეცოლას თქმით, ბოლოს - 2023 წლის მაისში - როდესაც სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამეტში იმყოფებოდა, ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლას განიხილავდნენ, დღეს კი ეს გზა საფრთხეშია.
„ევროპარლამენტი გმობს ოპოზიციის მიმართ ყოველგვარ რეპრესიებს და მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას. ეს ქმედებები აუქმებს იმ წარმატებულ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენ ერთად გადავდგით ბოლო წლებში.
ამ სიტუაციის საპასუხოდ, ეს პალატა გამოვიდა გადამწყვეტი მოქმედებისკენ მოწოდებით და ჩვენ ამას ახლაც ვიმეორებთ.
ვიცი, რომ საქართველოში ბევრია, ვინც შიშობს თავისი ქვეყნის მომავლის გამო. ასევე ვიცი ისიც, რომ ვსაუბრობ მთელი ამ პალატის სახელით, როდესაც ყველა იმ ქართველს, რომელიც ევროპაში ეძებს მხარდაჭერასა და თავის მომავალს, ვეუბნები - თქვენ არ ხართ მარტო, ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი, თქვენთან ვართ“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.
მისივე თქმით, ევროპარლამენტი ევროპისკენ მიმავალ გზაზე მტკიცედ დგას საქართველოს ხალხის გვერდით. „ჩვენი კარი ყოველთვის ღია დარჩება“, - აღნიშნა მეცოლამ.
