აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წევრი, რესპუბლიკელი ჯიმ რიში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა და განაცხაცდა, რომ აშშ ქართველ ხალხს არ მიატოვებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 5 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 6 Facebook-ზე პოლიციელების შესახებ პოსტის გამო მოქალაქე 15 დღით დააპატიმრეს
„ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დანიშნა პრეზიდენტად. მთავრობის მცდელობა, უარყოს საქართველოს მეგობრები, ცნობილია, მაგრამ ჩვენ არ ვიტყვით უარს ხალხზე“, - წერს პლატფორმა X-ზე სენატორი.
ჯიმ რიშის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ბოლოს და ბოლოს დააწესა დაგვიანებული სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ არეულობაში მისი როლის გამო, „ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი“.
„ვიმეორებ, რომ აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს და მათ სურვილს, ჰქონდეთ თავისუფალი, სამართლიანი დემოკრატია“,- აღნიშნავს რიში.
29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგა. ცერემონიაზე უცხოელი დიპლომატები მიწვეულნი არ ყოფილან.
ინაუგურაციას გამოეხმაურა რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონიც, რომელიც აცხადებს, რომ
„ამერიკა მხარს უჭერს ერთადერთ ქართველ ლეგიტიმურ ლიდერს სალომე ზურაბიშვილს და ქართველი ხალხის მოთხოვნას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე“.
„სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს“, - დაწერა უილსონმა. მანამდე მან სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე მიიწვია, რომელიც 20 იანვარს გაიმართება.
ოპოზიციური პარტიები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც პროევროპული აქციების ათობით ათასი მონაწილე, მიხეილ ყაველაშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევენ. დღემდე ყაველაშვილს გაპრეზიდენტება მიულოცეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
