„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ქონებრივ დეკლარაციაში მალავს საკუთარ ქონებას, ასევე, შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 3 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 4 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 5 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 6 არასამთავრობოები: არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს
კაპიტონ ჟორჟოლიანის საკუთრებასა და თანასაკუთრებაშია 7 ქონება, რომელთა დეკლარირება არ გააკეთა:
- 1,235 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი დაბა მესტიაში - თანასაკუთრება;
- 57 კვ.მ. ბინა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე რომელსაც მეუღლესთან ერთად ფლობს;
- 11,856 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ მულახში - თანასაკუთრება;
- 8,536 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - თანასაკუთრება;
- 11,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - საკუთრება;
- 3,203 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - საკუთრება;
- 357 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაბა მესტიაში - თანასაკუთრება;
კაპიტონ ჟორჟოლიანი დეკლარაციაში ასევე არ უთითებს 2023 წელს მერის პოზიციაზე მიღებულ ხელფასსაც. მესტიის მერს დეკლარაციაში ასახული აქვს მეუღლის, ნინო ხატისკაცის 2023 წლის ხელფასი - 82 643 ლარი. ნინო ხატისკაცი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფუძნებული და მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ აღმასრულებელი დირექტორია.
„ვინც დეკლარაციას ავსებს, მან იცის კარგად, დეკლარაციის შევსების პროცესში რა შეიძლება გამომრჩეს. სამწუხაროდ, ისეთი ადამიანები, რომლებიც მართლა მალავენ თავის შემოსავლებს, ისინი არ ავსებენ დეკლარაციებს და ამიტომ, ასეთი ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელების უფლებას აძლევენ თავის თავს“, - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის თანახმად, მესტიის მერი ვალდებულია მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ინფორმაცია სრულად ასახოს. საკუთარი ქონებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ კაპიტონ ჟორჟოლიანს ინფორმაცია არც წინა წელს აქვს დეკლარირებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს კაპიტონ ჟორჟოლიანის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
