გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „შესაძლოა ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული ომის დამნაშავეა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„ის ომის დამნაშავეა. ის, შესაძლოა, ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული ომის დამნაშავეა, რასაც ამჟამად ფართომასშტაბიანად ვხედავთ. ჩვენ უბრალოდ ნათლად უნდა გვესმოდეს, როგორ უნდა მოვიქცეთ ომის დამნაშავეებთან. აქ ლმობიერებისთვის ადგილი არ არის“, - განაცხადა მერცმა Sat.1-თან ინტერვიუში.
გერმანიის კანცლერის თქმით, არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ პუტინს რომელიმე საკითხში ენდოს.
„რუსეთის პრეზიდენტი ამჟამად ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, რომ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის ან თუნდაც სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ ისწრაფვოდეს. ჩვენ უნდა შევქმნათ საფუძველი. სამხედრო თვალსაზრისით ეს რთული იქნება, მაგრამ ეკონომიკურად შესაძლებელია“, - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, საქმე ეხება რუსეთის ეკონომიკურად „გამოფიტვას“, მისთვის სამხედრო მანქანის მხარდაჭერის შესაძლებლობის ჩამორთმევას. კანცლერის აზრით, ეს შეიძლება გაკეთდეს, მაგალითად, იმ ქვეყნების მიმართ გადასახადების დაწესებით, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობას აგრძელებენ.
ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირისპირ შეხვედრა. აშშ-ის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ პუტინი ალასკის სამიტის შემდეგ უკრაინასთან მშვიდობის დამყარებისკენ არანაირ ნაბიჯს არ დგამს.
გერმანიის კანცლერი ასეთი შეხვედრისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასადებად შესაფერის ადგილად ჟენევას მიიჩნევს.
