საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც კვირას, 30 ივნისს გაიმართა, მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ ხმების 33% მოაგროვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
ამომრჩეველთა 28%-მა ხმა მემარცხენეების ალიანსს - „ახალ სახალხო ფრონტს“ მისცა, ხოლო ხმების 20% პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულ კოალიციას ერგო. ამომრჩეველთა აქტივობამ 60%-ს გადააჭარბა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მეორე ტური მომავალ კვირას გაიმართება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი ახალი პარლამენტის შემადგენლობა, რომელიც მთავრობას დააკომპლექტებს.
„შვიდი დღე გვაშორებს ისტორიულ არჩევანს“, - თქვა „ეროვნული გაერთიანების“ 28 წლის ლიდერმა ჟორდან ბარდელამ. „არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საპრეზიდენტო ბანაკი, რომელიც დღესაც დიდწილად უარყოფილია, აღარ არის იმ მდგომარეობაში, რომ გაიმარჯვოს“.
ბარდელას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება სრუს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მისი პარტია 577 ადგილიან პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას - მინიმუმ 289 მანდატს მოიპოვებს.
ულტრამემარჯვენე პარტიის აბსოლუტური უმრავლესობისკენ მიმავალ გზას, სავარაუდოდ, ხელს შეუშლიან მემარცხენე პარტიები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხმების გაყოფის თავიდან აცილების მიზნით, მაკრონის ალიანსის კანდიდატების სასარგებლოდ მესამე ადგილზე გასულ კანდიდატებს მოხსნიან.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა მას შემდეგ, რაც ივნისის დასაწყისში, ევროპარლამენტის არჩევნებში საფრანგეთში ცენტრისტული ბანაკი დამარცხდა - „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მმართველ „რენესანსის“ პარტიაზე ორჯერ მეტი ხმა მიიღო.
