23 წლის სტუდენტსა და სამოქალაქო აქტივისტს, მეგი დიასამიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა „ქართული ოცნების“ ორი საარჩევნო ბანერის „დაზიანების“ გამო. ბრალდების მხარის მტკიცებით, ზიანმა, ჯამში, 380 ლარი შეადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 5 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 6 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
პროევროპული აქციების მონაწილეს ბრალდება სისხლის სამართლსი კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულისთვის საქციის სახით განსაზღვრულია ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაო ვადით 1 წლამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 5 წლამდე.
მეგი დიასამიძემ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გამართული საპროტესტო აქციის დროს, ბანერებზე „რუსული ოცნება“ დაწერა. წარწერა მალევე წაშალეს, სავარაუდოდ, კალაძის შტაბის წევრებმა.
თბილისის საქალაქო სასამართლო მეგი დიასამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს. როგორც „ქართული ოცნების“ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, პროკურატურა გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
უფლებადამცველების შეფასებით, მეგი დიასამიძის ქმედება დანაშაული არ არის. „საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, თუ წარწერის მოშორება მართლაც 380 ლარი დაჯდა, „სამოქალაქო სარჩელი უნდა შეეტანათ მეგის წინააღმდეგ და მოეთხოვათ ზიანის ანაზღაურება“.
„სამოქალაქო წესით დავის შემთხვებაშიც იქნებოდა თუ არა საქმე პერსპექტიული, სასამართლოს გადაეწყვიტა. პლაკატის მართლაც დაზიანებისათვის (თუ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება შეუძლებელია), ვინმე სისხლის სამართლის წესით დასჯილიყოს, მე არ მახსენდება.
დაახლოებით ანალოგიური შემთხვევა იყო 2010 წელს. ბუშის ქუჩაზე ირაკლი კაკაბაძემ და რამდენიმე აქტივისტმა აქცია გამართეს. ქუჩისათვის ბუშის სახელის გადარქმევა მოითხოვეს და ბუშის ბანერს ულვაშები დაახატეს. მერია ამტკიცებდა, რომ პლაკატის გამოცვლა მოუწიათ და 2000 ლარამდე დაუჯდათ ახალი პლაკატის დამზადება. ამ თანხის ანაზღაურებისათვის მერიამ სამოქალაქო დავა დაიწყო. სისხლის წესით ბრალი არავისთვის ყოფილა წარდგენილი. სისხლის სამართლის კოდექსში 187-ე მუხლი მაშინაც იყო“, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პროკურატურას მოუწოდებდა, მეგი დიასამიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაეწყო. ორგანიზაციის განცხადებით, ბანერის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობას საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს, რომელიც სრულად გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღნიშნული ქმედებისთვის. უფლებადამცველი ორგანიზაცია ბრალის აბსურდულობასა და აქტივისტის „სამაგალითოდ დასჯის“ პოლიტიკურ დაინტერესებაზე მიუთითებს.
