ირანის სასულიერო ორგანომ, ექსპერტთა საბჭომ ისლამური რესპუბლიკის ახალ უზენაეს ლიდერად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯტაბა, აირჩა. ტელეარხი Iran International-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს გადაწყვეტილება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ზეწოლით იქნა მიღებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი ლიდერი, რომელიც ირანის ტერორისტული რეჟიმის მიერ დაინიშნა ისრაელის განადგურების გეგმის გასაგრძელებლად, შეერთებული შტატების, თავისუფალი სამყაროსა და რეგიონის ქვეყნების დაშინებისა და ირანელი ხალხის ჩაგვრის მიზნით, ელიმინაციის უპირობო სამიზნე იქნება“.
ირანის ხელისუფლებას და მედიას ახალი სულიერი ლიდერის არჩევა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
ლონდონში ბაზირებული Iran International-ი აღნიშნავს, რომ 55 წლის მოჯტაბა ხამენეი დიდი ხანია ირანის მმართველ სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ ის იშვიათად ჩნდება საჯაროდ და არ იკავებს ოფიციალურ პოლიტიკურ თანამდებობებს. წლების განმავლობაში ის უზენაესი ლიდერის ოფისიდან მოქმედებდა, სადაც მამამისის მცველის და გავლენიანი შუამლის როლს ასრულდებდა.
„მოჯტაბა ხამენეი, ყოფილი უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ვაჟი, დიდი ხანია თეირანში კულისებში ოპერირებს, ღრმა კავშირებს ამყარებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან და ამყარებს გავლენას რეჟიმის ძალაუფლების სტრუქტურაში. ის ფართოდ განიხილება, როგორც რეჟიმის რეპრესიების ერთ-ერთი არქიტექტორი“, - ციტირებს გამოცემა ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური და საინფორმაციო ქსელის (MEPIN) დირექტორის, ერიკ მანდელის კომენტარს.
ირანის კონსტიტუციის თანახმად, უზენაეს ლიდერს ისლამური სამართლის საფუძვლიანი ცოდნა უნდა ჰქონდეს და აღიარებული იყოს უმაღლეს რელიგიურ ავტორიტეტად. როგორც Iran International-ი წერს, მოჯტაბა ფართოდ არ მიიჩნევა ირანის ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირთა შორის, არ აქვს აიათოლას წოდება და არ არის მუჯთაჰიდი, ასევე, არ გააჩნია კონსტიტუციით მოთხოვნილი აღმასრულებელი და ადმინისტრაციული გამოცდილება.
აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ირანის სათავეში 1989 წლიდან იყო, 28 თებერვალს, ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს იქნა მოკლული. მას შემდეგ, ირანს დროებით სამწევრიანი საბჭო მართავს.
ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერი ამ თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე იკავებს. მას 88 წევრისგან შემდგარი ექსპერტთა საბჭოს წევრები ნიშნავენ, რომლებიც ისლამური სამართლის ექსპერტებად ითვლებიან. საბჭოს ირანის მოქალაქეები რვა წელიწადში ერთხელ ირჩევენ.
