„ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდში მორიგი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ემატება. აღნიშნულ პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც ამავდროულად ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებითაც აღიჭურვება. მდინარაძე აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) ხელმძღვანელობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი, გელა (გეკა) გელაძე გადავა.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი დაიკავებს.
ირაკლი კობახიძემ ცვლილებები მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა და მამუკა მდინარაძის მუშაობა შეაფასა:
„სუს-ის უფროსად დანიშვნის შემდეგ ბატონ მამუკას მოუწია ჩამოშორებოდა პოლიტიკურ საქმიანობას. ახალი პოზიციიდან ის კვლავ დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს გუნდს. მინდა მადლობა გადავუხადო მას სისტემური რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული წარმატებებისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძე სუს-ს 7 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა (2025 წლის 3 სექტემბრიდან). ამ პერიოდში მან ლეიტენანტობიდან სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. ირაკლი კობახიძემ მისი დაწინაურების შესახებ განკარგულებას ხელი გუშინ, 20 აპრილს მოაწერა.
ახალი მინისტრის აპარატის შესაქმნელად საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა შესაბამის კანონპროექტს მომავალ კვირაში, დაჩქარებული წესით განიხილავს.
რაც შეეხება აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანდიდატურა უახლოეს დღეებში დასახელდება.
გელა (გეკა) გელაძე „ქართული ოცნების“ შს მინისტრად 2025 წლის 28 მაისს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაურმა პოსტი დატოვა.
სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობას 2025 წლის 5 აპრილიდან ხელმძღვანელობდა, სადაც მან თორნიკე რიჟვაძე შეცვალა.
მამუკა მდინარაძემ სუს-ის უფროსის პოსტზე ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლა.
