მამუკა მდინარაძე, რომელიც აქამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს. მმართველი პარტიის ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე კიდევ რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
უმრავლესობა, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე, რომელიც ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ ვაკანტურია, პარლამენტს ასარჩევად ნინო წილოსანს წარუდგენს.
„მას შემდეგ, რაც ნინო წილოსანი არჩეული იქნება პარლამენტის ვიცე-სპიკერად, გათავისუფლდება აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი და ჩვენ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს, გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი (დაჩი) ბერაია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ ფრაქციის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩია, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - გიორგი ცაგარეიშვილი.
29 იანვარს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა, რის შემდეგაც მთავრობის მეთაური საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა. მინისტრთა კაბინეტის 12 წევრიდან 11-მა თანამდებობა შეინარჩუნა - პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვალა.
„ქართული ოცნების“ პროპორციული საარჩევნო სიის მიხედვით, ირაკლი კობახიძის ნაცვლად პარლამენტში ბიზნესმენი გიორგი ბარვენიშვილი შევა. ის საარჩევნო სიაში 71-ე იყო.
