საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ 11 მაისს, ევროპის მოედანზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, 20 ათასი ადამიანიც არ იყო. ამის შესახებ მან მთავრობის პროპაგანდისტული ტელეარხის, „იმედის“ ეთერში განაცხადა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა თქვა, რომ „ოპოზიციური მედიები არარელურ ციფრებზე საუბრობენ - თითქოს, ევროპის მოედანზე დაახლოებით 100 ათასი ადამიანი დგას“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 2 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 3 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 4 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 5 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 6 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
„სიგიჟეს ამბობენ... როგორ არის, ნახეთ. უბრალოდ ავხსნათ ხოლმე. ბევრმა იცის, მაგრამ მაინც ავხსნი. ძალიან დიდი ჭყლეტვა როცა არის, აი, ჭყლეტვა რასაც ჰქვია, ერთ კვადრატულ მეტრზე ოთხი ადამიანი ეტევა. ახლა მანდ ჭყლეტვა რომ იყოს და 100 ათასი ადამიანი იყოს, მინიმუმ 25 ათას კვადრატულ მეტრზე უნდა იდგნენ ადამიანები. წარმოიდგინეთ, რამხელა სისულელეს ამბობენ. ახლა რასაც ვუყურებ, მაქსიმუმ 5, 6, 7 ათასი კვადრატული მეტრი ჰქონდეთ ათვისებული, საშუალო სიმჭვიდროვის შემთხვევაში. აი, რომ მოგინდეს და გაბერო ადამიანების რაოდენობა, 20 ათასამდე ადიხარ. მაგრამ რასაც ვუყურებ, ამხელა სიმჭიდროვეც არ არის, რომ ექვსი სამზე გაამრავლო, დავუშვათ, ხო, არათუ ჭყლეტვა. დაახლოებით 12, 14, 17 [ათასი ადამიანი], ამას ზუსტად ვერ დათვლი, ეს კიდევ შეიძლება, საბოლოო ფოტო რომ იქნება, შეიძლება დათვალო, მაგრამ 20 ათასი ადამიანი ვერაფრით ვერ იქნება იმ სიმჭიდროვისა და ტერიტორიის გათვალისწინებით, რაც მანდ არის,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ 15 ათასი ადამიანიც მნიშვნელოვანია, ანგარიში უნდა გაუწიო და უთხრა:
„ხალხო, ვინც ორგანიზატორები ხართ, თქვენ ხართ მავნებლები. ვისაც მართლა გჯერათ ამ მავნებლების, თქვენ ხართ შეცდომაში შეყვანილი ადამიანები. მარტივად არის... 200 ათასმა, მინიმუმ ათი ამდენმა ადამიანმა გვითხრა ჩვენ ქუჩაში გამოსულმა, რომ ხალხო, უკან არ დაიხიოთ, დაიცავით ჩვენი მამული, ენა, სარწმუნოება; დაიცავით, ჩვენი სუვერენიტეტი“, - თქვა მდინარაძემ.
11 მაისს, ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო და საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაში, რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართა. აქციის მონაწილეები იქ მსვლელობით სამი სხვადასხვა ადგილიდან მივიდნენ.
ორგანიზატორებმა მორიგი დემონსტრაცია 12 მაისს, 22:00 საათზე, პარლამენტთან დააანონსეს. მოქალაქეები ღამის გათენებას აპირებენ.
13 მაისს, ორშაბათს, დილის 09:00 საათიდან რუსულ კანონს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, მომდევნო დღეს კი კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
