აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ამბობს, რომ გუშინდელი ქარბორბალის შემდეგ, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა „საგანგებოა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„დღის შუქზე მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მდგომარეობა არის საგანგებო. არც ერთი სახურავი არ არის გადარჩენილი. ყველა სახურავი არის დაზიანებული. გარდა ამისა, ქვემოდან როცა უყურებთ, რომ გუმბათის კარავს მოხსნილი აქვს თუნუქი, სპეციალისტებმა უნდა ნახონ, რადგან დარტყმა ქარბორბალის ძალისა იყო ძალიან დიდი და ამიტომ უნდა ინახოს, ხომ არ არის რაიმე თვალით უხილავი ბზარები. დაძრულია სამრეკლოს სახურავი, რომელიც აქამდეც საჭიროებდა რესტავრაციას და გამაგრებას. სხვა დანარჩენი - ინფრასტრუქტურა, თუ რაიმე იყო მონასტრის შიგნით - სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, არის იავარქმნილი და ეს ეხება მონასტრის ყველა შენობა-ნაგებობას“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსს ქარბორბალამ გუშინ, დაახლოებით საღამოს 6 საათზე გადაუარა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქარბორბალა იმ ადგილზე წარმოიშვა, სადაც ეპარქიის ვენახებია გაშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტაძრის სიახლოვეს ჩაიარა, გუმბათიდან ჯვარი მოგლიჯა, დააზიანა გადახურვა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ინფორმაციით, გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი.
სტიქიისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი - ისინი იმ მანქანით გადაადგილდებოდნენ, რომელიც ქარბორბალამ გადაატრიალა.
დაზიანებულია ვენახებიც. ღვინის კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ განაცხადა, რომ დაახლოებით 10 ჰექტრამდე ვაზი „მთლიანად მოწყვეტილია“.
