მასწავლებლის მსოფლიო დღეს, 5 ოქტომბერს, საქართველოში 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოავლინეს. ხუთი ფინალისტიდან ჯილდოს მფლობელი გახდა როლანდ შავაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 3 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 4 კობახიძე დიუშენის წამლებზე: „ხალხის ფულით“ „ფარმაცევტული მაფია“ არ უნდა გავამდიდროთ
- 5 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
გამარჯვებულს „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი 15 000 ლარს გადასცემს.
2022 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტები იყვნენ:
- მიხეილ ლაბარტყავა - დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ ქიმიის მასწავლებელი;
- ნანა მგალობლიშვილი - ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- როლანდ შავაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
- სოფიო ძიგრაშვილი - ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი;
- ირა ძირკვაძე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი.
საუკეთესო ხუთეულში დასახელებულ თითოეულ პედაგოგს ჯილდოს სახით 5 000 ლარი გადაეცა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კოალიციას „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. აღნიშნული ინიციატივა მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა ვლადიმერ აფხაზავა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
2018 წელს მანანა კაპეტივაძე - ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი;
2019 წელს გიორგი ჭაუჭიძე, მარნეულის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი;
2020 წელს სოფიო გოგოხია - აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
