ევროპარლამენტში ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიაზე გამართულ დებატებზე ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ გაფართოების პროცესში მყოფი ქვეყნები უნდა იყვნენ მტკიცე დემოკრატიები, რომლებსაც რუსეთის ტოქსიკური გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. მისი თქმით, გაფართოება დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება; ეს არის უსაფრთხოება, მშვიდობა და თავისუფლება ევროპაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
კომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაფართოების პროცესში დაუშვებელია კომპრომისი კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების საკითხებში და ევროკავშირი არ დაუშვებს „ტროას ცხენების“ მიღებას, რომლებიც გაერთიანებას შიგნიდან გამოუთხრიან ძირს.
საქართველოს კონტექსტზე საუბრისას მარტა კოსმა განაცხადა: „საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი იმარჯვებს. ავტოკრატიული სისტემა თრგუნავს დემოკრატიულ გამოხატვას. მათ ახლახან მიიღეს ახალი კანონი, რომელიც თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს იმ ევროპული მომავლისგან, რომელიც მისი ხალხის უმრავლესობას სურს.
ამავე დროს, ისინი ატყუებენ თავიანთ ხალხს, თითქოს ქვეყანა ევროკავშირში შეჰყავთ და თითქოს ევროკავშირია ის მხარე, რომელიც მათ უნდა მოერგოს“. ევროკომისარმა პირდაპირ მიმართა საქართველოს მოსახლეობასაც: „ჩვენს ქართველ მეგობრებს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, ვინც აფასებს დემოკრატიასა და თავისუფლებას: ჩვენ თქვენზე უარს არ ვამბობთ“.
დებატების დროს საქართველო ახსენა პოლონელმა ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამაც. მან აღნიშნა, რომ ქართველებს კვლავაც შეუძლიათ ევროპული გზის არჩევა. „ევროკავშირი თავისი მცხოვრებლებისთვის მეტ ბედნიერებას, უკეთეს გარემოს და მეტ დაცულობას უზრუნველყოფს, განსხვავებით პუტინის მეგობრებისგან. ჩემთვის გასაკვირი ის არის, რომ ყველას ევროპაში ცხოვრება სურს და არა რუსეთში გაქცევა. ჩვენ ვხედავთ, საით მიჰყავს ქვეყანა საქართველოს რეჟიმს, თუმცა შეუძლებელია, იძულებით ჩაახშო ქართველი ხალხის ნება, გახდნენ ევროკავშირის წევრები“, - განაცხადა ბრეიზამ.
ეს განცხადებები მოჰყვა საქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც სახელმწიფო კონტროლს აწესებს პოლიტიკურ საქმიანობაზე. ევროკავშირმა აღნიშნული ნაბიჯი საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფად შეაფასა და საპასუხოდ, ერთი წლის ვადით შეუჩერა უვიზო რეჟიმი საქართველოს დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს. ევროკომისია არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პრობლემურ საკითხებს არ მოაგვარებს, შეზღუდვა კიდევ ორი წლით გახანგრძლივდეს ან საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელდეს.
