ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელს გორგი გოცირიძეს მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობამდე საარჩევნო კომისიის წევრი გოცირიძეს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
„მე-4 საარჩევნო უბანზე ყოფნისას შევამჩნიე, რომ ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი არ ამოწმებდა, მოსულ ამომრჩევლებს მარკირება ჰქონდათ თუ არა. მივუთითე ამის შესახებ, რამაც კომისიის ერთ-ერთი წევრის გაღიზიანება გამოიწვია. ჩემკენ გამოიწია, მაგრამ კომისიის წევრები ჩაერივნენ და სიტუაცია განიმუხტა. მერე თქვეს, რომ პოლიცია იყო უბანზე მოსული. ამ ადამიანმა ჩათვალა, რომ პოლიცია ჩემი გამოძახებული იყო და თავის გატეხვით დამემუქრა. როდესაც უბნიდან გამოვდიოდი, ხელი მკრა და დამარტყა. შემდეგ გამოვედი გარეთ. კომენტარი მივეცი ტელეკომპანია „პირველს“ და როდესაც მოვდიოდი, კიდევ ერთმა პირმა დამარტყა“, - თქვა გიორგი გოცირიძემ.
