კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევის ხუთპუნქტიანი გეგმა წარადგინა. ერთ-ერთი პუნქტი ოპოზიციის მხრიდან „სახალხო პარლამენტის“ შექმნას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 6 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
„ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა:
- ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე, თბილისსა და მთელ საქართველოში;
- პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, 4 ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა;
- ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ „სახალხო პარლამენტის“ ფორმირება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა „სახალხო პარლამენტის“ საპატიო თავმჯდომარედ, რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნა;
- „სახალხო პარლამენტის“ სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- „სახალხო პარლამენტის“ დელეგაციის გაგზავნა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ Facebook-ში.
17 ნოემბერს, 20:00 საათზე, ოპოზიციური გაერთიანებების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ორგანიზებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 24-საათიანი უწყვეტი საპროტესტო აქცია დაიწყო. პროტესტს, რომლის მოთხოვნაც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებიც შეუერთდნენ.
ერთი დღით ადრე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა არჩევნების შემაჯამებელ ოქმს მოაწერა ხელი. ცესკოს საბოლოო შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 89 მანდატი მიიღო, „კოალიციას ცვლილებისთვის“ ხმების 11.03% და 19 მანდატი აქვს, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ - 10.17% და 16 მანდატი, „ძლიერ საქართველოს“ - 8.81% და 14 მანდატი, ხოლო პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ - 7.78% და 12 მანდატი.
