„ქართული ოცნების“ დეპუტატმა და კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, შტაბში მყოფებს „ხელები ექავებოდათ“, თუმცა გარეთ გასვლისგან თავი შეიკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 6 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
„მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ბიჭებს, ვინც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ, იმ უამრავ ვაჟკაცს, აი, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებსაც, ფაქტობრივად ხელები ექავებოდათ, ისე უნდოდათ გარეთ გასვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ ეს იყო ნამდვილად ქართული, ღირსებული საქციელი. მათ მოახერხეს თავის შეკავება, რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის შედეგად დაგვიჯდა ეგ ყველაფერი, როგორც დავპირდით ჩვენს მოქალაქეებს.
მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალიან ძნელია ამ შეურაცყხყოფის მოთმენა ქართველებისთვის, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, ჩვენს მხარდამჭერერებს, ჩვენი პარტიის წევრებს, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, რადგან ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება ნიშნავს მათსავე წისქვილზე წყლის დასმხას იქიდან გამომდინარე, რომ სხვანაირად განწირულები არიან არჩევნებში“, - განაცხადა მაჭავარიანმა პროსახელისუფლებო მედიასთან იტერვიუში.
მან აქციის მონაწილეებს „ფსევდო-ლიბერალური ფაშიზმის მიდევრები“ უწოდა, რომლებსაც „არც კურლტურა, არც მორალი და აბსოლუტურად არანაირი ღირებულებები“ არ გააჩნიათ.
გუშინ, 9 სექტემბრის საღამოს, მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტების ნაწილი მღეროდა საპროტესტო სიმღერა „ოლე, ოლას“, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ გინებასაც შეიცავს. აქციის მონაწილეებმა კახა კალაძის ბანერს „რუსული ოცნება“ დააწერს, ესროლეს კვერცხები და სითხე შეასხეს.

აქციამ დაპირისპირების გარეშე ჩაიარა. მედიის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანდა, რომ კალაძის შტაბში ნიღბიანი პირები გადაადგილდებოდნენ.
გუშინდელ აქციას წინ უძღოდა ერთი დღით ადრე, 8 სექტემბერს, შტაბთან მომხდარი დაპირისპირება, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ პროტესტის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს, მათ შორის, ქალებს. ე.წ. ტიტუშკების მიერ ნასროლი ნივთები პოლიციელებსაც მოხვდათ.
თავდასხმის შედეგად აქციის არაერთმა მონაწილემ სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავდა უნგრელი ჟურნალისტი ლასლო მესეშიც. ტელეფონები წაართვეს და ფიზიკურად იძალადებს ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ორ თანამშრომელზე. „ნეტგაზეთის“ თანახმად, მათ ჟურნალისტს დედა აგინა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე ხუტა პაჭკორიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს ჯგუფური ძალადობის და „წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის ან ძალადობის მუქარის“ მუხლებით იძიებს.
სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და პოლიციის მიერ ნებადართული. მიუხედავად იმისა, რომ მოძალადეთა ნაწილი იდენტიფიცირებულია, პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუციათ.
„ქართული ოცნება“ პროტესტის მონაწილეებს „პროვოკაციაში“ ადანაშაულებს. „ერთი ადამიანი მაჩვენეთ, რომელია ქალი. ქალები არ არიან, რაღაც სხვა ჯიშია“, - თქვა კახა კალაძემ იმ ქალების შესახებ, რომლებზეც მისმა მხარდამჭერებმა 8 სექტემბრის აქციაზე იძალადეს.
