გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იოსებ აბრამიძემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 14 პირიდან 11 სრულად გაამართლა, სამს კი სიტყვიერი შენიშვნა მისცა. საქმის განხილვისას მოსამართლის აცილებას ითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რაც იოსებ აბრამიძემ არ დააკმაყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
შსს დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, სერგეი ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმამ, მოშე ვინოკუროვმა იქორწინა, 20 მაისს კი საქორწინო წვეულება კახეთში უნდა გამართულიყო. კახეთში იმყოფებოდნენ ლავროვის ქალიშვილი და მისი ქმარიც.
„ყვარლის ტბასთან“ პოლიცია მას შემდეგ მობილიზდა, რაც გამთენიისას, დაახლოებით 5 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასტუმრო-კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლა მოახერხა. პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა მელიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. შელაპარაკების დროს პოლიციის მაღალჩინოსანმა გიორგი კლიმიაშვილმა მელიას პოლიტიკური გვამი უწოდა.
დილით ყვარელში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ლავროვის ოჯახის წევრებს, საქართველო დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ. პოლიცია აქციაზე ოცამდე ადამიანი დააკავა.
მოსამართლე აბრამიძემ ალექსანდრე მირახოვს, ტიტე გედენიძესა და შუშანა მაცაბერიძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა რამაზ ქერეჭაშვილის, ბექა პაპაშვილის, დავით იმედაშვილის, დიმიტრი ჩიქოვანის, თამაზ ჩხობაძის, გიორგი გეწაძის, ლაშა ხუსკივაძის, გიორგი მირახოვის, ნიკოლოზ ნარსიას, გელა ხასაიასა და ნიკოლოზ ღონიაშვილის მიმართ.
იგივე საქმეზე, ივნისში, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ლაშა ფარულავას და პარტიის კიდევ ერთი აქტივისტის გიორგი ლომიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეწყვიტა სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლიკა ბოკერიამ.
