ლატვიამ წარმოშობით ქართველი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა, რომელიც რუსეთში საქმიანობს, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაზე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ახალი ამბები
„მივიღე გადაწყვეტილება ირაკლი ფირცხალავა შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში (persona non grata) და განუსაზღვრელი ვადით ავუკრძალო მას ლატვიის რესპუბლიკაში შესვლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად“, - აცხადებს ბაიბა ბრაზე.
2 აგვისტოს, რიგაში, ერთ-ერთ კლუბში ფირცხალავას კონცერტი იყო დაგეგმილი. ამ დროისთვის ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია.
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.
