ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8478 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7794 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 6.84 თეთრი შეადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
ლარი ევროსთან 6.19 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 2.9967 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9348 ლარს შეადგენდა.
კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი 2.95 ლარი ღირს, ევრო კი - 3.11 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი ბაზარზე არსებულ ყველა, 43-ვე ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.
ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონია საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილება ეროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ, რასაც თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება მოჰყვა.
