ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქის შედეგების გაუქმებაზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების სააპელაციო საჩივრებს განიხილავს. საქმის განმხილველი სამი მოსამართლიდან ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მამა შოთა სირაძეა, რომელიც 2012-2015 წლებში „ქართული ოცნებიდან“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 6 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
სხდომის დაწყებისას მოსარჩელე მხარემ შოთა სირაძის აცილება მოითხოვა, რადგან ამ გარემოებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოსამართლის მიუკერძოებლობაზე. აცილების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსამართლე სირაძემ თქვა, რომ ის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი არ ყოფილა და შესაბამისი საფუძველი რომ არსებობდეს, თვითაცილებას გააკეთებდა.
დასავლეთ საქართველოს რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ შეტანილი სააპელაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა. სასამართლოს შემადგენლობაში არიან მოსამართლეები ზაზა რამიშვილი (მომხსენებელი), ხათუნა ხომერიკი და შოთა სირაძე.
სასამართლო პროცესი 16:00 საათიდან მიმდინარეობს. ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმ უბნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, სააპელაციო სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად დაურთო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება.
4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, ყველა სხვა რაიონული სასამართლოსგან განსხვავებით, პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო, ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და თეთრიწყაროსა და წალკის 30 საარჩევნო უბნის (ელექტრონული) შედეგები ბათილად ცნო. მოსამართლემ საქმის განხილვის დროის მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩაატარა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ აპარატში ბიულეტენების მოთავსებისას, გაკეთებული არჩევანი ხილვადია.
