ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, საჯარო სექტორში „მამხილებლის ინსტიტუტის“ გაძლიერებაა დაგეგმილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს მხილების ძლიერი მექანიზმი. ეს ნიშნავს, რომ, ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, არ არის დროული პასუხები ამა თუ იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ეს მოქალაქეს უარყოფითად განაწყობს საჯარო სექტორის მიმართ, რაც ჩვენი დემოკრატიისთვის საფრთხის მატარებელია. მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერება იქნება რეფორმა, რომელიც გამჭვირვალობას შეიტანს“, - განაცხადა კუპრაშვილმა დღეს, 24 ივლისს, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე.
მამხილლებელი შეიძლება იყოს „ნებისმიერი მოქალაქე, საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს“.
„მამხილებელი შეიძლება იყოს სრულიად ანონიმური. არ აქვს ვალდებულება, თავისი სახელი და გვარი წარმოადგინოს, ან შეიძლება, მან ღიად წარმოადგინოს პრობლემა, შეიძლება, ნაწილობრივ დავხუროთ, ვიცოდეთ ჩვენ, ანტიკორუფციულმა ბიურომ, ვინ ამხილა კონკრეტული ფაქტი და განმხილველ ორგანოს კონკრეტული ინფორმაცია არ ჰქონდეს პირის შესახებ, დავიცვათ მამხილებელი. ყველა საკითხთან დაკავშირებით შეეძლებათ, მოგვმართონ“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
მამხილებლის „დაცვით მექანიზმებზე“ ანტიკორუფციული ბიურო მუშაობს. კუპრაშვილის განმარტებით „მამხილებელს ეკუთვნის“ დაცვითი მექანიზმები, მაგალითად, თუ ამხილა კონკრეტული თანამდებობის პირი.
„შესაძლებელია მამხილებელს გაუკეთდეს გარკვეული დაცვა, ვერ გაათავისუფლონ, არ განხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა ამ პირის მიმართ. შესაძლოა, ეს არაკეთილსინდისიერად იყოს გამოყენებული, თვითონ გახლდეთ არაკეთილსინდისიერი და სჭირდებოდეს ამ დაცვის გამოყენება. ამიტომ, გაწერილი პროცედურები ამასაც უზრუნველყოფს“, - თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მხილების დროს მტკიცების ტვირთი გადადის გამოკვლევაზე და ის მამხილებელს არ ეკისრება.
