მოსკოვს სურს, ქართველ მაყურებელს თანამედროვე რუსული კულტურა ფართოდ გააცნოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოიმ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
14 და 15 ივნისს, თბილისში, მოსკოვის მიუზიკლის თეატრის კინოსპექტაკლების, „ცირკის პრინცესასა“ და „რევერსის“ ჩვენება გაიმართა, რომელსაც თავად შვიდკოი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში ესწრებოდა. მისი შეფასებით, მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებით მიმზიდველია ქართულ საზოგადოებასთან კონტაქტის დასამყარებლად.
„მგონია, რომ კულტურა - ეს ის სფეროა, რომელსაც შეუძლია ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველგვარი ძალდატანებითი მოძრაობების გარეშე დააბრუნოს ნდობის ის ატმოსფერო, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის იყო. ხალხებს კი ყოველთვის იზიდავთ ერთმანეთი, ჩვენ ძალიან ღრმა კავშირები გვაქვს“, - განაცხადა შვიდკოიმ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში.
მისი შეფასებით, მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებით მიმზიდველია ქართულ საზოგადოებასთან კონტაქტის დასამყარებლად.
„ვფიქრობ, [ჩვენება] გამოიწვევს ჩვენი კოლეგების ინტერესს, რადგან გვინდა საქართველოს, შეძლებისდაგვარად, წარვუდგინოთ თანამედროვე რუსული ხელოვნება, თანამედროვე რუსული მხატვრობა, კინემატოგრაფია, არტისტების გამოსვლები“, - აღნიშნა პუტინის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი სიფრთხილით წარიმართება და რუსული მხარე მხოლოდ ისეთ ღონისძიებებს განახორციელებს, რომელიც „ქართველი პარტნიორებისთვის კომფორტული იქნება.
ამასთან, შვიდკოიმ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთი ყოველთვის ღიაა ქართველი ხელოვანებისთვის.

მიხაილ შვიდკოი ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა რუსეთის ხელისუფლების მაღალ თანამდებობაზე, მათ შორის, იყო კულტურის მინისტრი. ექსპერტები მას კულტურის სფეროში პუტინის „რბილი ძალის“ ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად მიიჩნევენ.
შვიდკოი საქართველოში მარტშიც იმყოფებოდა, როდესაც კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
