„პირდაპირ ვიტყვი, ეს არის მიზანმიმართული, ქსენოფობიური კამპანია, რომელიც აბსოლუტურად სამარცხვინოა. არავითარ ნორმებში, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება. ვინმეს თუ უნდა ევროპელობა, ქსენოფობიით ისინი ამას ვერ დაამტკიცებენ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტია „ლელოს“ ინიციატივის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 2 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 5 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
„ლელო“ ითხოვს, ხელისუფლებამ შეზღუდველი ზომები მიიღოს, რუსეთის, ასევე, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ჩართული სხვა ქვეყნების ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
-
ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი;
-
შეიზღუდოს, ასევე, მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხები;
-
შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი;
კობახიძის თქმით, საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის.
„რაც შეეხება ტურიზმს, ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და უამრავი ფეიკი ვრცელდება ამ კუთხითაც. კერძოდ, მაგალითად, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, თითქოს დღეს საქართველოში არსებული რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10 %, რაც სრული ტყუილია. რეალურად, 1 %-იც არ იქნება.
ჯამში, რაც შემოვიდა საქართველოში, მათი ჩათვლით, ვინც უკვე გავიდა, 242 000 ადამიანია. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზეა დაფუძნებული.
წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და დღეს, იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ აქ დავაწესოთ შეზღუდვები, სანქციები და ა.შ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ქსენოფობიაზე გვექნება მკაცრი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 3 აგვისტოს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში რუსეთიდან 247 000 ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 3-ჯერ ნაკლებია. ამავე კვლევის მიხედვით, იანვარ-ივნისში საქართველოში 6419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია.
