რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის კურატორად დაინიშნა, აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტში რეგულარული ფრენები პირველი მაისიდან დაიწყება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„მას შემდეგ, რაც აეროპორტის ყველა სისტემის ქმედუნარიანობა პირველი სატესტო რეისით შემოწმდა, ახლა ჩვენ გვაქვს სრული დადასტურება და აბსოლუტური რწმენა, რომ სოხუმის აეროპორტში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეიძლება 1-ელი მაისიდან დაიწყოს“, - განაცხადა კირიენკომ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის ეთერში.
მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის ე.წ. საერთაშორისო აეროპორტში სატესტო ფრენა 7 თებერვალს განხორციელდა, დღეს, 27 თებერვალს კი აეროპორტმა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს „ილ-76“-ის სპეციალური რეისი მიიღო.
კირიენკოს თქმით, სპეცრეისი აფხაზი ექიმების და ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით შესრულდა, რათა ბავშვები და ასაკოვანი პაციენტები, დახმარების აღმოსაჩენად რუსეთის კლინიკებში გადაეყვანათ.
სოხუმის აეროპორტი, რომელიც სოხუმიდან 18 კილომეტრში, სოფელ ბაბუშარაში მდებარეობს, 1993 წლის შემდეგ დახურული იყო. მისი აღდგენის შესახებ ე.წ. შეთანხმება რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობებს შორის 2023 წელს გაფორმდა. აეროპორტს შპს „ინფრასტრუქტურული განვითარება“ აღადგენს, რომელსაც ის 49 წლით, სარგებლობის უფლებით გადაეცა. ხელშეკრულების მიხედვით, აეროპორტი ინარჩუნებს ორმაგი დანიშნულების სტატუსს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება სოხუმის აეროპორტში ავიარეისების განახლების საკითხს არ გამოხმაურებია.
