კრემლის პროპაგანდისტმა, რუსეთის სამთავრობო ტელეარხის RT-ს ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა მოიწონა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხელისუფლება ბოდიშს მოიხდის 2008 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ოსების „ცეცხლის ალში გახვევისთვის“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 5 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 6 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
„საქართველო წარმოუდგენლად ადეკვატურად იქცევა. თითქოს გამოვიდა მრავალწლიანი ალკოჰოლიზმიდან (ზაპოი) ან ფსიქოზიდან. მოკლედ, მხურვალედ მივესალმებით!“, – დაწერა სიმონიანმა.
ივანიშვილმა, 14 სექტემბერს, გორში, ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“.
„ამ განცხადებით „ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს.
მან და „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიში უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე ამ მოღალატეობრივი განცხადებისთვის. ასევე, იმისთვის, რომ 12 წლის განმავლობაში ხალხი გაღარიბდა, ქვეყანა დაიცალა, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. ქართველი ხალხის სიმართლე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით ჰააგასა და სტრასბურგში, ასევე ეუთოსა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებით. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს „ქართულ ოცნებაზე“ და ერთიანობითა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზით, განახორციელებს მშვიდობიან პოლიტიკას ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და მშვიდობიანი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია კოლიაციის განცხადებაში.
