საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებსა და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულებს, რომლებიც დამნაშავედ იქნებიან ცნობილი სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისთვის, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად, 30 წლის განმავლობაში, წარდგენის ვალდებულება ექნებათ. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ დაანონსა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 3 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის და ე.წ. უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ცვლილებების შედეგად, საკანონმდებლო დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის „კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმები“ გაჩნდება.
„ეს ცვლილებები პირდაპირი სიგნალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორუფციულ გარიგებებში ჩართულობით, სავარაუდო სარგებლის მიღებაზე, შემდეგ შემოსავლის ლეგალიზებაზე და გრძელვადიან პერიოდში პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებულნი.
ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი, რაც ფაქტობრივად, მათი მხრიდან მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას, სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს“, – განაცხადა კირცხალიამ დღეს, 16 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.
ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს:
-
- 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები – თაღლითობა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან დიდი ოდენობით;
- 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი – გამოძალვა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით;
- 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები – მითვისება ან გაფლანგვა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან დიდი ოდენობით;
- 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები – წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება ჩადენილი: დიდი ოდენობით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
- 194-ე მუხლი – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ფულის გათეთრება;
- 1941 მუხლი – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება);
- 1951 მუხლი (სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა;
- 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი – ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
- 214-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან მოხელის/მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
- 218-ე მუხლი – გადასახადისათვის თავის არიდება;
- 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი – თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან, იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
- 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი – თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
- 2861 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები – კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ჩადენილი: ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია;
- 332-ე მუხლი – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;
- 333-ე მუხლი – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება;
- 334-ე მუხლი – ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უკანონო გათავისუფლება;
- 335-ე მუხლი – განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება;
- 337-ე მუხლი – სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა;
- 338-ე მუხლი – ქრთამის აღება;
- 339-ე მუხლი – ქრთამის მიცემა;
- 3391 მუხლი – ზეგავლენით ვაჭრობა;
- 340-ე მუხლი – კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება;
- 341-ე მუხლი – სამსახურებრივი სიყალბე;
- 342-ე მუხლი – სამსახურებრივი გულგრილობა;
- 3421 მუხლი – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა.
„ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებები დაანონსა იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2021-2024 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამოხელეო დანაშაულის ბრალდებით დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.
