კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ რეგიონებში დელეგატების დასახელებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ მოსახლეობის ინტერესებთან საერთო არაფერი აქვთ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში შეყვანილი 22 დელეგატიდან 14 მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში. დელაგეტებს შორისაა დასახელებული ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილი და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას შვილი - ბიზნესმენი ილია ინჯიაც.
„რუსეთის მსახური ხელისუფლება გარდაუვალად მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ამის კიდევ ერთი დასტურია მათ მიერ, გუშინ წარდგენილი საარჩევნო სია ე.წ დელეგატებისა, ოდიოზური ფიგურების, რომლებსაც არასდროს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ქართველ ხალხთან.
ისინი საქართველოს მოქალაქეებს და მათ ინტერესებს არასდროს წარმოადგენდნენ. ესენი არიან კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები. კორუფციის გზით დაგროვილი ქონებით ცდილობენ ხმების მობილიზებას, მათ შორის, ადგილებზე არაკანონიერი გზით და სწორედ, მათზე აკეთებს გათვლას „ქართული ოცნება“.
მინდა მათ ვუთხრა, რაც არ უნდა დაარქვან ამ ადამიანებს, უნდათ დელეგატები უნდათ სხვა რამ, ფაქტი ერთია - მაჟორიტარული სისტემა საქართველოს კონსტიტუციით გაუქმებულია. ტყუილია, რომ ეს ადამიანები იქნებიან ახალი მაჟორიტარები, რასაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ეუბნება. სახელის ცვლილებით მათი ბუნება არ შეიცვლება. ქართველი ამომრჩეველი მათ კარგად იცნობს. ესენი არიან ადამიანები მკაფიოდ გამოხატული პრორუსული ხაზით. ბევრი მათგანი „რუსული კანონის“ მხარდამჭერია, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო საქართველოს ინტერესებთან.
ჩვენ წლებია ვხედავთ რას ეყრდნობა „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ. ეს არის შავი ფული, კორუფცია, ადგილობრივი ფეოდალები, რომლებსაც მოხვეჭილი აქვთ ძალაუფლება და შემდეგ ამ ძალაუფლებით ვაჭრობენ, ხალხს აიძულებენ არჩევანი მათ სასარგებლოდ გააკეთონ, მაგრამ როდესაც პარლამენტში არიან წარმოდგენილი, არაფერს აკეთებენ ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესების და მათი უფლებების დასაცავად. ეს არის ის საყრდენი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყვანა ამ არჩევნებზე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„ქართული ოცნება“ დელეგატებს 30-ვე საარჩევნო ოლქში წარადგენს. თბილისის 8 დელეგატის დასახელება უახლოეს დღეებში იგეგმება, ხოლო სრული პროპორციული სია, სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ყველა დელეგატი პროპორციულ სიაში გამსვლელ ადგილზე იქნება.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით და 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსიში შეიტანა ცვლილება, რაც პარტიას აძლევს უფლებას, სიის შედგენისას მასში შეყვანილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი 30 ოლქიდან რომელიმე ოლქის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვროს.
