ამერიკელი კონგრესმენები - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, დემოკრატი გერი კონოლი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკელი მაიკ ტერნერი „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავენ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
კონგრესმენების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები დაზიანდა ხმების ყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და არჩევნების სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნების შესახებ ცნობებით.
„26 ოქტომბრის არჩევნებმა საქართველოს მისცა ფასდაუდებელი შესაძლებლობა, დაემტკიცებინა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ნატოს ქვეყნებისა და ევროკავშირისთვის, რომ საქართველო მტკიცედ რჩება ევროატლანტიკური გზის ერთგული.
სამწუხაროდ, კამპანიის რიტორიკით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში დასავლეთის დადანაშაულებით, სამოქალაქო საზოგადოების ამოსაძირკვად „უცხოური აგენტების“ კანონის მიღებით და ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის არარსებობით, საქართველოს მთავრობამ ეს ვერ დაამტკიცა.
ეს არჩევნები, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა დემოკრატიულ პროცესს, მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
კონგრესმენები შიშობენ, რომ საქართველო განვითარებადი დემოკრატიიდან ავტოკრატიულ ქვეყნად გადაიქცევა: „ფართოდ გავრცელებული ზეწოლა საჯარო სექტორის თანამშრომლებზე, რათა ხმა მიეცათ მოქმედი პარტიისთვის და პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობრივი თავდასხმების გამოძიებაზე უარი არის ავტორიტარული ქცევა და მკვეთრი გადახვევა აქტიური, მრავალპარტიული განვითარებადი დემოკრატიიდან, რომელიც ოდესღაც განსაზღვრავდა საქართველოს.“
კონგრესმენები თანადგომას უცხადებენ პროდასავლელ ქართველ ხალხს, რომელიც ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული რჩება.
