„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არაბული კომპანია „იგლ ჰილსის“ პროექტის მთლიანი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე დაახლოებით 11 მილიარდი ლარი იქნება, რაც, მისივე თქმით, ძალიან დიდი მაჩვენებელია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 3 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
- 4 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 5 აშშ-ის სანქციების შემდეგ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის
- 6 „წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო“ – კუპრაძე „ლელოს“ აკრძალვის შესახებ სარჩელზე
„წელს, ისტორიაში პირველად, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენი ეკონომიკა გადასცდება 100 მილიარდ ლარს და წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით ამის 10%-ზეა საუბარი, რასაც მარტო ერთი, კონკრეტული საინვესტიციო პროექტი მოუტანს საქართველოს. არის საუბარი კოლოსალურ ეკონომიუკლურ მოგებაზე, რომელსაც ამ პროექტიდან მიიღებს ჩვენი სახელმწიფო“, - განაცხადა კობახიძემ „ქართული ოცნების“ პარლამენტში გამოსვლისას.
კობახიძის განცხადებით, პროექტის განხორციელების მანძილზე, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით დაახლოებით 5 მილიარდი ლარი შევა.
„...10 წელიწადზე რომ გადავიანგარიშოთ - ეს არის მაქსიმალური ვადა - წელიწადში 500 მილიონი ლარი გამოდის. წელიწადში ნახევარი მილიარდი ლარი მარტო ამ პროექტიდან დაემატება ჩვენს ბიუჯეტს.
დივიდენდს რაც შეეხება, დაახლოებით 2 მილიარდ ლარს ველოდებით. ეს არის თვითონ კომპანიის, „იგლ ჰილსის“ გაანგარიშებაც. ჯამური ამონაგები იქნება - სუფთა წმინდა მოგება - 6 მილიარდი ლარი, საიდანაც სახელმწიფოს დარჩება 1/3, ანუ დაახლოებით 2 მილიარდი ლარი, რაც 10 წელიწადზე გაანგარიშებით წელიწადში საშუალოდ 200 მილიონი ლარია.
წარმოიდგინეთ, რომ მარტო ერთ საინვესტიციო პროექტს ბიუჯეტში შემოაქვს წელიწადში საშუალოდ 700 მილიონი ლარი. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რამხელა დადებითი წვლილის შეტანა შეუძლია ამ შენატანს საბიუჯეტო პროექტების განხორიცელებაში, მათ შორის, სოციალური პროექტების დაფინანსებაში და ა.შ.“, - მიმართა კობახიძემ დეპუტატებს.
„ქართული ოცნების“ პრემიერი ირწმუნება, რომ პროექტში მონაწილეობით სახელმწიფო არანაირ ფინანსური ვალდებულებას არ იღებს: „ქართული სახელმწიფო მთლიანად არის დაცლილი ვალდებულებებისგან. ჩვენ პროექტში შევდივართ მიწის ნაკვეთებით და სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ვალდებულება, მათ შორის, არავითარი გარანტიის ვალდებულება პარტნიორი კომპანიის მიმართ. ინვესტორი იღებს ვალდებულებას, სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი. ვალდებულებები მთლიანად არის პარტნიორი კომპანიის მხარეს“.
2025 წლის ოქტომბერში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ კომპანია Eagle Hills-ს შორის ხელი მოეწერა საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც თბილისსა (დაახლოებით 600 ჰა) და გონიოში (260 ჰა) ორი მასშტაბური დეველოპერული პროექტის („გონიო იახტკლუბი & ნავსადგური“ და „თბილისი წყლის პირას“) განხორციელებას ისახავს მიზნად. დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლების, ბარ-რესტორნების, გასართობი სივრცეებისა და იახტკლუბის მშენებლობა. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ინვესტიციის მოცულობა 6.6 მილიარდი აშშ დოლარია. კობახიძის განკარგულებით, „საინვესტიციო ხელშეკრულებას“ კომერციული საიდუმლოების სტატუსი აქვს მინიჭებული.
