28 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოველწლიური მოხსენებით უნდა გამოვიდეს, რის გამოც, პარლამენტის სასახლეში ონლაინმედიას, მათ შორის, ინტერნეტგამოცემებიდან აკრედიტებულ ჟურნალისტებს ისევ არ შეუშვებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის აპარატი სასახლეში ონლაინმედიის წარმომადგენლების შესვლასა და მუშაობაზე აკრძალვებს 15 აპრილიდან პერიოდულად ავრცელებს. „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონით სამი მოსმენით ისე მიიღო, რომ ინტერნეტგამოცემების რედაქტორები და ჟურნალისტები არცერთი საკომიტეტო განხილვის და არც პლენარული სხდომის დროს შენობაში არ შეუშვეს.
2024 წლის 16 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ონლაინგამოცემების ჟურნალისტების საქართველოს პარლამენტში არ დაშვების საფუძვლად, მათი მხრიდან შესაძლო სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების, პროტესტის გამოხატვა დაასახელა.
„პუბლიკას“, „მედიაჩეკერის“, „საქართველოს ამბები/მთის ამბების“, სტუდია „მონიტორის“ და „ნეტგაზეთის“ რედაქტორებმა, 16 აპრილს, საჩივრით მიმართეს სახალხო დამცველს და მოითხოვეს დისკრიმინაციის დადგენა და მისი აღმოფხვრა. ორ თვეზე მეტი გავიდა და სახალხო დამცველს საჩივარზე არათუ გადაწყვეტილება არ მიუღია, არამედ მომჩივნებიც კი არ გამოუკითხავს.
ონლაინგამოცემების რედაქტორები მიიჩნევენ, რომ მათი დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის გამო ხდება.
