„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს ვადამდე მიანიჭა ჯერ კაპიტნის, შემდეგ კი მაიორის წოდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
25 დეკემბერს კობახიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც მდინარაძეს ვადამდე მიანიჭა საშუალო სპეციალური წოდება „სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტანი“, ხოლო 26 დეკემბერს გამოცემული ბრძანებით, მდინარაძეს მორიგი უფროსი სპეციალური წოდება „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორი“ მიენიჭა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მამუკა მდინარაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსას, 6 წლის ვადით, 3 სექტემბერს აირჩია. მდინარაძემ ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომელმაც სუს-ის უფროსის თანამდებობაზე არასრული ხუთი თვე იმუშავა.
თანამდებობის დაკავების შემდეგ, კობახიძემ მდინარაძეს „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის“ და „უფროსი ლეიტენანტის“ წოდებები მიანიჭა.
